
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის დაგმობის მიუხედავად, ის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს გააგრძელებს. როგორც ცნობილია, რაფაჰზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 45 პალესტინელი ემსხვერპლა, 200 კი - დაშავდა.
„რაფაჰის ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იყო. თუმცა, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ, ომი არ დასრულდება. ისრაელმა ყველა შესაძლო ზომა მიიღო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და ისრაელის თავდაცვის ძალები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ დააზარალონ ისინი, ვინც არ არიან კონფლიქტში ჩართულნი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც BBC-ი წერს, რაფაჰის ბანაკზე თავდასხმასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭო, ალჟირის მოთხოვნით, 28 მაისს საგანგებო სხდომას გამართავს.
0
0