30/12/2024
16:09
პოლიტიკა
"რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ წსელში წერს.
"რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი. კერძოდ, მათ გასცეს დაპირება, რომ:
* არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას;
* არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას;
* არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას;
* არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას;
* არ დაუშვებდნენ მეექვსე პრეზიდენტის ინაგურაციას;
* სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან;
* არ ცნობდნენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას.
როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ.
ცხადია, ამდენი ტყუილის შემდეგაც, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ, თუ მოსთხოვენ პასუხს, ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია."- წერს რატი იონათამიშვილი.
0
0