01/05/2023
16:37
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რომ პარლამენტში გაასამართლოს სასამართლო, არის წარმოუდგენელი დემოკრატიისთვის და იმ საკონსტიტუციო მოწყობისთვის, რასაც ჰქვია საპარლამენტო მოწყობა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე აცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით წესების დაცვით მიიღეს.
მათ სურთ პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა.
სინამდვილეში, რეგლამენტი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას ქმნის ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად, შესაბამისად, არანაირი გადახვევა აქ რეგლამენტიდან არ ყოფილა, წესების დაცვით მოხდა სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა და წესების დაცვით მიიღო ბიურომ გადაწყვეტილება,"- განაცხადა თალაკვაძემ.
0
0