02/03/2022
23:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ არის ძალიან სერიოზული პერსპექტივა, რომ საქართველოს საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული:
„მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეიტანა განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე, ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი სიგნალი ჩვენთვის. გაიხსნა ახალი ფანჯარა და სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო კონსულტაციები განაცხადთან დაკავშირებით და ეს გახდა მთავარი სტიმულატორი ამგვარი გადაწყვეტილების. ჩვენ ვიმსჯელეთ და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ საბოლოოდ, საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ახლაც განიხილება პარლამენტში კანონპროექტები, რომელიც ზუსტად უკავშირდება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას. ეს მუდმივი პროცესია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა დაჩქარდება. არის ძალიან სერიოზული პერსპექტივა დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული ამ საკითხზე. სავარაუდოდ, ასე მგონია, რომ უკვე როდესაც უკრაინას აქვს წარდგენილი განაცხადი და ახლა უკვე ამ განაცხადს საქართველოც წარადგენს, ალბათ ტრიოს წევრი მოლდოვაც მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას. დღეიდან ჩვენ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ის ვალდებულებები, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღების შემთხვევაში საქართველოს დაევალება, შესრულდება პირნათლად და სწრაფი ტემპით.
0
0