31/08/2022
14:25
პოლიტიკა
არ მგონია, რომ პრინციპულად შეიძლება შეიცვალოს კენჭისყრის შედეგები, მაგრამ თავისთავად ის, რომ პოლიტიკოსს უნდა გააჩნდეს უნარი, პასუხისმგებლობა აიღოს თავის გადაწყვეტილებაზე, ძალიან ცხადია , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომელმა პოლიტიკოსმა რა არჩევანი გააკეთა, მაგრამ ფარულიც რომ იყოს, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში არაფერი არ შეიცვლება. რაც უფრო მეტი აზრი იქნება გათვალისწინებული და მეტი ინტერესთა ჯგუფი იქნება ჩართული სახალხო დამცველის არჩევაში, მით უფრო დიდი ალბათობით ეს პუნქტი შესრულებულად ჩაგვეთვლება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ევროპული რეკომენდაციის მეთორმეტე პუნქტზე, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას ეხება, მმართველმა გუნდმა შეხვედრა მესამე სექტორთან გამართა. რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.
0
0