03/02/2022
14:53
პოლიტიკა
ანალიტიკოსის თქმით გუდკოვის საქართველოში ჩამოსვლა მიზნად ისახავდა მორიგ პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით, რითაც, მისივე თქმით, დასტურდება, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია არის რუსეთის მოკავშირე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს:
„რუსული პოლიტიკის გამტარებელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მარიონეტებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს თვით ლუსტრირება. რამდენიმე დღის წინათ, საქართველომ არ შემოუშვა რუსი ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი. სააკაშვილის სექტამ დაიწყო ფსევდოპატრიოტული სენტიმენტების გავრცელება, რომ „ქართული ოცნება“ „პრორუსულია“ და „თავისუფალ რუს“ პოლიტიკოსებს არ უშვებს ჩვენს ქვეყანაში.
დასანანია, რომ დამოუკიდებელ მედიაზე პრეტენზიების მქონე (ნაცტელევიზიების არ ვგულისხმობ) ზოგიერთ ჟურნალისტს უჭირს ინტერნეტში ამა თუ იმ პიროვნებასა თუ მოვლენაზე ინფორმაციის მოპოვება. დიმიტრი გუდკოვი ჯერ კიდევ 2007 წელს ითხოვდა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას! მან არაერთხელ დაარღვია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი. რა უნდოდა გუდკოვს თბილისში? მორიგი პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით. ფაქტია, რომ საქართველოს დესტრუქციული ოპოზიცია არის რუსეთის მოკავშირე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს“, - წერს გია აბაშიძე.
ინფორმაციისთვის, 31 იანვარს რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი გუდკოვი კიევიდან თბილისში ჩამოფრინდა, მაგრამ ის აეროპორტიდან უკან კიევში გააბრუნეს.
დიმიტრი გუდკოვი რუსეთიდან უკრაინაში 2021 წლის ივნისში წავიდა. მოსკოვში მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული იჯარის გადასახადის გადაუხდელობის საქმეზე. თავად გუდკოვი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა კრემლის მხრიდან.
0
0