
“რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის, მე რომ ვიყო აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი”, ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ხომ აღიარებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და თუ ასეთი მარტივად იწვევს დაახლოებას უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები და ასეთი ნაბიჯები, მინდა, შეგახსენოთ, რა ვითარება გვაქვს დღემდე აშშ-სა და საქართველოს შორის – მთელი ამ წლების განმავლობაში, 2017 თუ 2018 წელს იყო საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, მაგრამ შეწყდა რამდენიმე თვეში. აშშ-სთვის ხომ ძალიან მარტივია ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოსთან, არავითარი რესურსი არ იხარჯება და არაფერი, მაგრამ არ ფორმდება და რატომ, არ ვიცი. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ბრიტანეთის საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37%. იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთის შარშანწინდელი სტატისტიკაც დევს, სადაც ომამდე ვითარებაა ასახული და იქ 63%-დან 88%-მდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა. არ ვიცი, ამას რა ლოგიკური ახსნა აქვს. ვიზალიბერალიზაციას ხომ არ ვითხოვთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ როგორ შეიძლება, ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ – 37% ჩვენთან და 63%-დან 88%-მდე მეზობელ ქვეყნებში? იგულისხმება როგორც რუსეთი, ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რა ახსნაა ამაში, რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს? პირდაპირ ფრენებზე ვთქვათ, რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო მაგალითად, აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი. მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობებია დაკავშირებული უვიზო მიმოსვლასთან, ან პირდაპირ ფრენებთან, მაშინ დააწესე პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, ან თავისუფალი ვაჭრობა“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საილუსტრაციოდ გამოდგება აშშ-ის ვიზებზე უარის თქმა სტუდენტებისთვის და ანსაბლ „მართვესთვის“, როცა საბავშვო ანსამბლს ამერიკული მოწვევით გასროლები ყველანაირად დაორგანიზებული ჰქონდა და აშშ-ის საკონსულომ მთელი ანსამბლი საქართველოში დატოვა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025