
რა უჯიშო სახეობაა ეს „ქოცი“, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „წულუკიანის კომისია – ეს არის ღალატის კომისია“.
„რა უჯიშო სახეობაა ეს „ქოცი”, მართლა! გენერალ გოგავას პასუხს სთხოვდნენ – საომარ ვითარებაში მინისტრმა თავის მოადგილეს რატომ დაურეკაო… და ახლა ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით დაგვთხარეს ჩვენ, ქართველებს, თვალები!
წულუკიანის კომისია – ეს არის ღალატის კომისია. მისი მიზანია წაშალოს სიმართლე და ჩაანაცვლოს მტრის ვერსიით – თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, და არა რუსეთმა!
ეს აღარ არის მხოლოდ ისტორიის გაყალბება – ეს პირდაპირი ღალატია“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
0
0