08/12/2022
08:44
პოლიტიკა
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის სანაცვლოდ, ქართველ მებრძოლებს თანხას სთავაზობენ.
ამის შესახებ განცხადებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდანაც გაკეთდა.
ტელეკომპანია „პოს ტვ“ - მ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ქართველებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის სანაცვლოდ 45 ათას გრივნას სთავაზობენ, რაც დაახლოებით 2 ათას დოლარზე მეტია.
ტელეკომპანია სოციალურ ქსელში წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში საჯაროდ იძებნებოდა, ტელეკომპანია პოს ტვ - მ ჩაატარა ექსპერიმენტი და სოციალურ ქსელში მითითებულ შესაბამის ნომრებზე უკრაინაში მყოფ დაჯგუფებას დაუკავშირდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.
მიმოწერის დროს დაგვიდასტურეს, რომ ე.წ. „ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ. შემოგვთავაზეს კონკრეტული თანხა - 45 000 გრივნა თვეში, რაც მათივე თქმით 2 000 აშშ დოლარზე მეტია,“ წერს „პოს ტვ“-ი და მიმოწერას ასაჯაროებს.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024