02/11/2021
16:19
მსოფლიო
„ვიზიტის ფარგლებში ფენერი ბართლომე (ფენერი სტამბოლის ისტორიული რაიონია, სადაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რეზიდენცია მდებარეობს - ს.კ.) შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. პრეზიდენტთან საუბრისას ბართლომემ თურმე დაიჩივლა იმ არასახარბიელო მდგომარეობაზე, რომელშიც პატრიარქია თურქეთში იმყოფება. მას ასევე გაუკრიტიკებია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია უკრაინის მიმართ და ჯო ბაიდენისთვის პრობლემების მოგვარებაში დახმარება უთხოვია. მეტი დამაჯერებლობისათვის შეუქია კიდეც“, - ნათქვამია სტატიაში.
ბართლომეს ვიზიტმა აშშ-ში (სულ ბოლოს ფენერი იქ 12 წლის წინ იმყოფებოდა) იმის დემონტრირებას ახდენს, თუ როგორი პოზიცია აქვს აშშ-სა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს თურქეთისა და რეგიონის მიმართ. მოდით განვაზოგადოთ.
მარტალია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თავის თავს „უფროს ძმას“ უწოდებს, მას არ აქვს აბსოლუტური ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში. მას არ აქვს ის უფლებამოსილება, როგორიც ვატიკანს აქვს კათოლიკურ სამყაროში. მართლმადიდებლურ ეკლესიებში 14 თუ 15 ავტოკეფალური ეკლესიაა, მაგრამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაჩნია, რომ „პირველია თანასწორთა შორის. მართალია, მას დანარჩენი ეკლესიები მართლაც „უფროს ძმად“ მოიხსენიებენ, მაგრამ არავინ არ აღიარებს მას ლიდერად ამ ტერმინის სრული გაგებით. აშშ-ის ხელისუფლება კი, რომელიც მართლმადიდებლური არ არის, ცდილობს ფენერისაგან მართლმადიდებლური სამყაროს ნამდვილი ლიდერის შექმნას.
თურქეთისთვის ვაშინგტონის მიდგომები მიუღებელია. თურქეთი თავის ტერიტორიაზე, სტამბოლში მდებარე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ლოზანის ხელშეკრულების თანახმად, ბერძნული მართლმადიდებელი თემის რელიგიურ ინსტიტუტად აღიარებს და კატეგორიუალად არ სურს, რომ ფენერმა ვატიკანის მსგავსი უფლებამოსილება მიიღოს.
გასაგებია, რომ ამერიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უპირისპირდება. „ჩვენ პატივს ვცემთ ფენერს, მას ასეულობით წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდით, მაგრამ ნუ დაიწყებს უფროსი ძმის როლის შესრულებას“, - აცხადებს მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც სამი წლის კონსტანტინოპოლელმა კოლეგამ სასტიკად აწყენინა - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა და თავის იურისდიქციაში მიიღო და ამით მოსკოვთან კავშირი გაწყვეტა. სხვათა შორის, კონსტანტინპოლის გადაწყვეტილებას მართლმადიდებელ სამყაროში მხარი არ დაუჭირეს.
მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციის მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება აშშ-ის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რუსეთის ალყაში მოქცევას ითვალისწინებს რელიგიის სფეროშიც. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შედარებით უფრო აქტიურია. ტყუილად კი არ მიულოცა ბართლომემ ერთ-ერთმა პირველმა - რელიგიური მოღვაწეებიდან - ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა.
ბართლომეს აშშ-ის დახმარება სურს ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხში - თურქეთის კუნძულ ჰეიბელიადაზე საღვთისმეტყველო სკოლის გახსნაში, რაც ფენერის გავლენას გაზრდის და მის ეკუმენისტურ აქტიურობას განამტკიცებს (ამ შემთხვევაში „ეკუმენიზმში“ იგულისხმება ფენერის აღიარება მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად). თურქეთის ხელისუფლება ამ სკოლას ვერ გააკონტროლებს, იქ სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების წარმომადგენლებიც ისწავლიან, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მსოფლიო სტატუსზე პრეტენზიებს გააძლიერებს.
თუ ფენერი ოფიციალურად იქნება აღიარებული ეკუმენიზმის მეთაურად, მაშინ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა, რომ პატრიარქი თურქეთის მოქალაქე იყოს, შეილახება. ეს კი იმის მანიშნებელი იქნება, რომ თურქეთში „სახელმწიფო სახელმწიფოში“ ყალიბდება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების კონტროლსმიღმა იარსებებს და რომელიც სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერევა. ჯო ბაიდენმა ამ ყველაფერს მწვანე შუქი აუნთო“, - ასკვნის „ჯუმჰურიეთი“.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025