
უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს. ეს შეიძლება იქცეს ტრამპის დოქტრინად, სადაც ბოლო ათეულობით წელია ცვლის აშშ თავის საგარეო ორიენტირებს და მკაფიო განსაზღვრებას აძლევს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ მსოფლიოს, რომ ის საგარეო პოლიტიკის აწყობას იწყებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“„ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას, რომელიც ნატო-ს გაფართოების საკითხს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ტრამპი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რას თვლის აშშ ეროვნულ ინტერესებად, რატომ თვლის ასე და ვინ არის ამის ხელის შემშლელი.
„ის ცალსახად მოუწოდებს ევროპას და პირდაპირ მიუთითებს, რომ ევროპა ცივილიზაციურ კრიზისში იმყოფება ახლა. ერთ-ერთ პუნქტად მან განსაკუთრებით აღნიშნა ის დამოკიდებულება, რომ ევროპაში არის უკონტროლო მიგრაცია, ევროპა განიცდის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ პრობლემებს. ის აღარ აპირებს ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ასეთ დამოკიდებულებას და პარტნიორობას და ის ეძებს პარტნიორებს ევროპულ ქვეყნებში.
აქ დაინახა კოშტამ ის ე.წ. ჩარევა ევროპულ სუვერენიტეტში, რომელიც ჩემი აზრით მე-10 პლანზეა გადასული. დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ბიუროკრატის ჩრდილოვანი მმართველების ფილიალს, თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით და თავისი დილემის წინაშე დაყენებული მდგომარეობით. ტრამპმა ცალსახად განუსაზღვრა, რომ რეალურად ის არ იქნება უპირობო მხარდამჭერი ბრიუსელის ამ ფორმაციის და ევროკავშირს მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუ საით განვითარდება.
აშშ-მ პირდაპირ განუსაზღვრა ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ ის არ ითანამშრომლებს ასეთ ფორმაციასთან და მას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური წონის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები. ევროპა თუ თავის თავში აღმოაჩენს ძალას და გადააბიჯებს თავის თავს და დაიწყებს რეალურ, სუვერენულ პროცესებს, რაც ევროკავშირის როლს გლობალურ პოლიტიკაში განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში მას აქვს შანსი“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
0
0