
“რა საფრთხე წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის?!” - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 3 იანვრიდან შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება იზღუდება.
"პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ, მასთან გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, დღეს პარლამენტის წევრებს შეგვეზღუდა უფლება მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი[...] ხელისუფლებამ უსაფრთხოების ე.წ. ზომები დაუწესა პარლამენტარებს და მისი ოჯახის წევრებს და მინდა, ვკითხო ხელისუფლებას რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ხელისუფლებისთვის, ან ედვად სააკაშვილი ხელისუფლებისთვის, რომლებიც მიდია, რომ მოინახულონ ადამიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ - მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მეგობრები?!
0
0