„რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ჩემთან დაკავშირებით, სანამ ეს ადამიანი არის პატიმარი, მე მას პასუხს არ გავცემ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას აკეთებს.
როგორც მელია ამბობს, ბევრი კითხვა აქვს მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა ამ ეტაპზე, ვიდრე ის პატიმრობაშია, მის განცხადებებზე რეაქციას არ გეგმავს.
ეს ადამიანი არის პატიმარი, მიუღებელია მისი ინსტრუმენტალიზაცია ნებისმიერი თვალსაზრისით, განსაკუთრებით თუ არჩევნებია, იქ ხომ ამორალობაა. რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ჩემთან დაკავშირებით, სანამ ეს ადამიანი არის პატიმარი, მე მას პასუხს არ გავცემ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მაქვს კითხვები, შეიძლება მასაც აქვს, ვიცით, რომ ეს პარტია არ არის გაერთიანებული მიხეილ სააკაშვილის გარშემო და არც მის წინააღმდეგ.
პატიმარია, როცა ოთხ კედელში ხარ და უსმენ ტელეგადაცემებს, რაც არ უნდა სამარტლიანად უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ, არა მხოლოდ პოლიტიკურად, კაცურადაც მიუღებელია, ამას არასდროს გავაკეთებ,“ - ამბობს ნიკა მელია.
0
0