01/12/2022
13:00
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია, აწერს ხელს, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, როგორც ჩანს არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც არის ლობისტურ პიარ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გაუწიოს მედია პიარკამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება".
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამაში იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდება 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან კომუნიკაციით.
მისივე თქმით, ეს არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამას მართლაც საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.
"თუ გინდა რომ რეალობასთან ახლოს იყოს რაღაც პროცესი და მართლაც ზრუნავ კონკრეტული ადამიანის გათავისუფლებაზე, თუ მართლა გჯერა და გწამს რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ ეს ითვალისწინებს და შესაბამის კრიტერიუმებში ჯდება და მის გათავისუფლებაზე შეიძლება იყოს სამართლებრივად ლაპარაკი, დაიქირავებ ადვოკატს და არა პიარ კომპანიას. ეს ადასტურებს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი, თავისი პოლიტიკური მიზნებით. ეს ინფორმაცია შეგვეძლება დავაზუსტოთ, დავაკონკრეტოთ. ეს ჩვენი უცხოელი მეგობრების და ქვეყნის გარედან მიღებული ინფორმაციაა. მე პირადად ისეთი ხალხი მწერს, რომ წყაროს რეალობაში და ინფორმაციის რეალობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0