
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა. იგი ათონის მთაზე, მონასტერში მას შემდგე გაემგზავრა, რაც ის სამართალდამცველების სამიზნე გახდა.
პოლიციამ ფალავანდიშვილის მანქანაში 45 წლის დიმიტრი თარხან-მოურავი დააკავა, რომელიც 34 წლის ბაჩი ეგრესელაშვილის განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია, მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად, წოდორეთის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 აპრილს, გვიან ღამით ჩატარდა. იმ დღეს გურამ ფალავანდიშვილის ავტომობილი კრიმინალურმა პოლიციამ გააჩერა. ჩხრეკის დროს, უკანა სავარძელზე მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის დიმიტრი თარხან-მოურავი აღმოჩნდა.
ევროპის ჩემპიონი დიმიტრი თარხან-მოურავი პოლიციამ აღიარებითი ჩვენების შემდეგ განყოფილებიდან პირდაპირ წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. მას გამოძიება 22 აპრილს, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე საკუთარ სახლში 34 ბაჩა ეგრისელაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.
თარხან - მოურავმა, სამი თვითმხილველის თვალწინ, ახალგაზრდა მამაკაცს დანა 5-ჯერ ჩაარტყა, რის შემდეგაც ეგრისელაშვილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
0
0