
თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული მარიამ ბარაბაძე გვიან ღამით იპოვეს.
როგორც აღმოჩნდა, გოგონა ძაღლის სახლში იმყოფებოდა და ეძინა.
მარიამის ამბავმა შეიძლება ითქვას, რომ მთელი თბილისი გააერთიანა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
"რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა. არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ. ამ დროს ჩანს ხოლმე, რა ღირსეული ხარ სინამდვილეში, სადღაც შენი თავის შენთვისვე მივიწყებულ სიღრმეში და რა სამწუხაროა, რომ ისევ ივიწყებ საკუთარ თავს ჩვეულებრივ დღეებში. არადა, სამოთხეს შევქმნიდით, ეს რომ ყოველდღიური ჩვევა და რწმენა იყოს. არა მაინცდამაინც სიყვარული, არამედ პატივისცემა.
დაკარგული ბავშვი იპოვეს", – წერს ნათია ფანჯიკიძე.
0
0