
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დიდ დიღომში დაკარგული, 11 წლის მარიამი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახი და პოლიცია ადასტურებს.
11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს.
მარიამის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"იპოვეს… უფრო ზუსტად იპოვა ძაღლმა…"
„ბავშვი იპოვეს! ღმერთოო ეს რა ღამე იყო!!! სასწაული ერი ვართ! ეს რა ვნახე, უკვე მეორედ ამ მოკლე პერიოდში და ერთ უბანში! ღმერთო, მადლობა, რომ ეს ისტორია მაინც დასრულდა ასე“
„მარიამი იპოვეს, კარგად არის. და ხო, ძალიან მაგარი ერი ვართ როცა ვერთიანდებით“
„ვაიმე ხალხო ვიპოვეთ. ძაღლის სახლში ეძინა. დიღომში ზეიმია, ტაში, გაბმული სიგნალები, ბრავოს შეძახილები. გული ლამის გამისკდეს. ძალა ერთობაშია“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ნახეთ ემოციური ვიდეო, რომელიც მარიამის პოვნის შემდეგ გამოქვეყნდა:
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025