
სეისმოლოგგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სომხეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.
"ზოგიერთნი სიხარულით წერთ, ვაიმე, ვიგრძენი, შემაქანაო. რა გიხარიათ თქვე მართლა შექანებულებო?! ღმერთს ვთხოვოთ და მამაზეციერს ყველამ ერთად, მართლა ისე არ შეგვაქანოს, ქერო შესაქანებელია და ქერო პოტენციალი აქვს, თორემ გავწყდებით დედაბუდიანად" - წერს თეა გოდოლაძე.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო. მათივე ცნობით, მიწიძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო და შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო იანვარში დატოვა.
0
0