29/10/2024
19:12
ტაბლოიდი
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Ballon d'Or-ის დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
დაჯილდოება საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გაიმართა. "მამარდა" წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად მივიდა, რომელიც ორსულადაა.
მან ცერემონიისთვის Versace-ს შავი, სადა კაბა შეარჩია, რომელიც ბრენდის ოფიციალურ საიტზე 5300 დოლარი ღირს.
ელენემ კაბას ასევე Versace-ს ჩანთა შეუსაბამა, რომლის ღირებულებაც 2158 დოლარია.
ცნობისთვის, საუკეთესო მეკარის ჯილდო, ისევე როგორც წინა წელს, არგენტინელ ემილიანო მარტინესს გადასცეს. მამარდაშვილმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა. ის ამჟამად ესპანურ "ვალენსიაში" თამაშობს, თუმცა უკვე ოფიციალურად არის "ლივერპულის" ფეხბურთელი და ინგლისის პრემიერ ლიგას ქართველი მეკარე მომდევნო წლის გაზაფხულზე შეუერთდება.
0
0