22/11/2024
12:06
ტაბლოიდი
"დღეს მივდივარ ბუკინგემის სასახლეში მეფესთან და სამეფო ოჯახთან მიღებაზე. უცნაურია, მაგრამ დაკვირვებული ვარ, ყოველთვის რაღაც ხდება, როცა მნიშვნელოვანი დღე გაქვს... ტაქსი არ მოვიდა, ავტობუსმა ჩამომსვა, გზა გადაკეტილია" - წერს ლელა მებურიშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს:
მოგვიანებით ქართველმა მსახიობმა შეხვედრის ფოტოები და დეტალები გამოაქვეყნა: "ფანტასტიკური, დაუვიწყარი საღამო ბუკინგემის სასახლეში აღმოჩნდა მოულოდნელობებით სავსე .ეს ფორმალური გარემო იმდენად გაამსუბიქეს და გაალამაზეს მასპინძლებმა რომ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გვქონდა პატივი შევხვედროდით და გაგვესაუბრა მეფესთან და ასევე პრინც ვილიამთან", - დაწერა მან.
ლელა მებურიშვილმა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ამერიკული ბრენდის, 21SIX FASHION Amelinda Royal Taffeta peplum dress მოირგო, რომლის ღირებულება 1,470 დოლარია.
ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს.
0
0