
დარწმუნებული ვარ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, ქართველებს და აფხაზებს საერთო მომავალი გვაქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ნამდვილად ყველაზე მძიმე დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
„მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა, ყველას გვაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი იყო გუშინ. 30 წლის წინ მოხვდა ის, რაც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება, ოკუპაციას ვგულისხმობ და იმ უსამართლობას, რასაც ოკუპაცია ჰქვია. ჩვენ შევძელით, რომ ევროპულ სასამართლოებში მთელი პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, მათ შორის აფხაზეთის ომთან დაკავშირებით რუსეთს დაჰკისრებოდა და ცხადია, ეს იყო ისტორიული და მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, ქართველებს და აფხაზებს საერთო მომავალი გვაქვს. ერთმანეთის გარეშე ყოველთვის იქნება ნაკლოვანების გრძნობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
0
0