-share.jpg)
"საშინელება! ქვით გაუჩეჩქვა თავი, ორმოში ჩააგდო და 25 000 ლარი წაიღო" - ხობში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები, 30 წლის ქალს 45 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ...
როგორც ცნობილია, 45 წლის ხათუნა ლაზარია სავარაუდოდ, საკუთარმა მეგობარმა, 30 წლის ზანდა უბილავამ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულიც და ბრალდებულიც ერთმანეთს კარგად იცნობდა.
"სამწუხაროდ, მოკლული ჩვენი თანასოფლელი, ხათუნა ლაზარიაა. რა მოხდა, არავინ იცის. ქალმა ქალი სასიკვდილოდ გაიმეტა, ბლაგვი საგნით დაასახიჩრა და ცხედარი სოფლის გზაზე მიატოვა. ცხედარი ადგილობრივმა გზის პირას ნახა",- განუცხადა “სფეისნიუსს” ახალკახათის მკვიდრმა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა და შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს - ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
0
0