27/12/2022
17:13
პოლიტიკა
“ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათანადოდ ხელმძღვანელობს ჩვენს სახელმწიფოს. ეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით აისახება ქვეყნის განვითარებაზე”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ საუბრისას, ეკონომიკის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან შთამბეჭდავი მონაცემები იყო წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე და კიდევ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათანადოდ ხელმძღვანელობს ჩვენს სახელმწიფოს. ეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით აისახება ქვეყნის განვითარებაზე და რეალურად პრემიერის ანგარიში მოიცავდა ყველა სფეროს, სამინისტროს გამგებლობის სფეროს.
მე მაინც, ყურადღებას ვამახვილებდი ეკონომიკაზე სადაც, ძალიან შთამბეჭდავი ციფრები წარმოადგინა პრემიერმა. ის, რომ მეორე წელია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის და ორივე წელი ორნიშნა ეკონომიკის ზრდით დავასრულეთ ეს მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. შთამბეჭდავი მონაცემებია ასევე საგარეო ვალის კუთხით, 60%-დან 40%-ს ჩამოსცდა ეს მაჩვენებელი. 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ამ ორი წელში 50 მილიარდი ლარიდან 80-მდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და მშპ. შესაბამისად, 60%-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტიც. მარტო ეს მონაცემები, რომ ავიღოთ, უკვე საკმარისია საერთო წარმოდგენის შესაქმნელად იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად ვითარდება და არის ძალიან დიდი მუხტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში რაც როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე აისახება ასევე, განვითარების სხვა სფეროებზე“,- განაცხადა კობახიძემ.
0
0