ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება
03/05/2023
15:11
საზოგადოება
A-
+A
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში კვირაში 8 სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში საბერძნეთის სრულფულებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ქარქაშაძემ საბერძნეთის ელჩს საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ამ ეტაპზე, პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან საბერძნეთში დედაქალაქ ათენსა და სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის მიმართულებით ხორციელდება. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57,000 მგზავრმა იმგზავრა.
0
0
194
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%