
ქუთაისი-კატოვიცეს რეისის ოთხ მგზავრს პოლონეთში, საბაჟოს გვერდის ავლით, 7 მილიონი გრივნა შეჰქონდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ
მათი ცნობით, პიჟოვიცეში, ვოიცეხ კორფანტის სახელობის აეროპორტში, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მიერ მგზავრების შემოწმებისას, ქუთაისი-კატოვიცეს რეისის ოთხი მგზავრის ბარგში 7 მილიონი გრივნა (800 000 ზლოტი) ნაღდი ფული აღმოჩნდა.
ბარგის მეპატრონე უკრაინის მოქალაქეებმა განმარტეს, რომ ფული მათ პოლონეთში უძრავი ქონების შესაძენად ესაჭიროებოდათ.
საგადასახადო ადმინისტრირების პალატამ მიიჩნია, რომ განმარტება 10000 ევროზე ზემოთ ნაღდი ფულის შეტანის დროს დეკლარირების აუცილებლობის შესახებ მოთხოვნის უგულებელყოფის საბაბად არ შეიძლებოდა განხილულიყო და უკრაინელები 62 000 ზლოტით (~36600 დოლარი) დააჯარიმა.
0
0