15/06/2023
17:06
პოლიტიკა
მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება ბროშურაზე, რომელიც მისი რესტორნების ქსელში საბავშვო მენიუს ახლავს:
"აქ სექსზე, ან რაიმეზე კი არ არის საუბარი, ორმა მოხუცმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა, შემდეგ ბავშვები აიყვანეს და ზრდიან. მორჩა! სად არის აგიტაცია?.. პროპაგანდა რას ნიშნავს? პროპაგანდით შეიძლება წყობა შეცვალო, მაგრამ ორიენტაცია როგორ უნდა შეუცვალო, ვერ წარმომიდგენია.
მთავარი რა არის? ეს ხდება ყველაზე კონსერვატიულ ქვეყანაში, ინგლისში - ამ ადამიანს [ელტონ ჯონს] დედოფალმა ელიზაბეტმა ლორდის წოდება მიანიჭა. თემურ ჭყონია ვინ ვარ, რომ მაგაზე დავიწყო საუბარი, ან რა ჩემი საქმეა? ჩვენ, ბოდიში, დაგვიღია პირი და ვაბრალებთ "მაკდონალდსს" ლგბტ პროპაგანდას, ამაზე ჩამორჩენილობა და სირცხვილი რა უნდა იყოს?"
ჭყონიას თქმით, პრობლემა არა "მაკდონალდში", არამედ საზოგადოების არასწორ ინფორმირებულობაშია.
შეიძლება თუ არა, "მაკდონალდსის" წინააღმდეგ ბრალდებები მმართველი გუნდის მხრიდან, ბოლო პერიოდის ანტიდასავლური თუ ჰომოფობიური შინაარსის განცხადებების ნაწილი იყოს, ამ კითხვას ბიზნესმენი თემურ ჭყონია ასე უპასუხებს:
"ასე ღრმად არ მიფიქრია. არ გამოადგებათ ეს თემა უბრალოდ, იმდენად პოპულარულია "მაკდონალდსი"... ანტიდასავლური თემა ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშიც არსებობენ კომუნისტები, მაგრამ დომინანტური არ არის, ხო? საქართველოში მოსახლეობის 90%-ს თუ ევროკავშირის და NATO-ს წევრობა უნდა, ანტიდასავლური თემა როგორ გაიმარჯვებს? მცდელობა ყოველთვის იქნება. ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა?"
0
0