
ქილიკი, თავების თვლა სუს-ის და „ქართული ოცნების“ საქმეა. საზოგადოების ღირსების საქმეა, ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტოთ სააკაშვილთან მიმართებით სახელმწიფოს არაჰუმანური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციების საპროტესტო ტალღა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს აქციების სერიას რეგიონებში, რომელიც უკავშირდება საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას, იყოს სახელმწიფო სამართლიანი და ჰუმანური სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. აქციების საპროტესტო ტალღა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მივაღწევთ სასურველ შედეგს, არ შევუნარჩუნებთ სახელმწიფოს და საზოგადოებას ღირსებას, ვიდრე არ უზრუნველვყოფთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ქილიკი და თავების თვლა სუს-ის და „ქართული ოცნების“ საქმეა. საზოგადოების ღირსების საქმეა, ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტოთ სახელმწიფოს არაჰუმანური პოლიტიკური შურისძიებით განპირობებული გადაწყვეტილება სააკაშვილთან მიმართებით. ამიტომ საზოგადოების წევრის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად პოვებს თავის გამოძახილს საბოლოო გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილი.
0
0