
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქეთა გაბიანს სასმართლო დავა მოიგო. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
მინისტრი ამბობს, რომ ქეთა გაბიანი პროცესზე დღეს პირველად ნახა. მისივე ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად, გაბიანი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
"ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.
მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.
ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!
მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!" - წერს თეა წულუკიანი და გაბიანის ძველი პოსტის ფოტოს აქვეყნებს.
0
0