
ჰოლივუდის ვარსკვლავ ქეით უინსლეტის თქმით, თავისი ახალი ფილმის “Lee”-ს პროდიუსირებისას ის მოულოდნელად „ტიტანიკზე“ „დაბრუნდა“, - ამის შესახებ ვარსკვლავმა Graham Norton Show-ში განაცხადა.
ახალ ფილმზე საუბრისას მან გაიხსენა მომენტი, როდესაც ის იმყოფებოდა ფილმის მუსიკის ჩაწერაზე, სადაც 120-კაციანი ორკესტრი უკრავდა.
„მე ვუყურებდი ერთ-ერთ მევიოლინეს და ვფიქრობდი, რომ მეცნობა ეს სახე“, - განაცხადა უინსლეტმა.
როგორც ჩანს, დანარჩენმა მუსიკოსებმა შეამჩნიეს უინსლეტის მზერა, მიუთითეს მისკენ და წაიჩურჩულეს: „ეს ის არის“. როდესაც უინსლეტი მიუახლოვდა მას მიხვდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მევიოლინე ფილმიდან „ტიტანიკი“, რომელიც გემის ჩაძირვის პროცესშიც კი უკრავდა, რათა პანიკაში მყოფი მგზავრები დაემშვიდებინა. „ეს შესანიშნავი იყო“ - აღნიშნა მსახიობმა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025