
ვეტერანის სტატუსი ეს არის ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მინდა მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი. ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს. დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. დღეს კი, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 125 მილიონს ხარჯავს სახელმწიფო იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0