
მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის იხსენებს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება. დილის 10:00 საათიდან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ელოდებიან. მეუფე შიო საეკლესიო მსახურებას აღავლენს.
"წმინდა გიორგი იყოს ჩვენი მეოხი ქრისტესკენ და მოყვასის სიყვარულისკენ სავალ გზაზე. გიორგობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში, განსაკუთრებით კი ქართველი ერისათვის. წმინდა გიორგიმ საკუთარი თავი გაწირა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და იგი გახდა ნათელი მაგალითი სარწმუნოების, ნათელი მაგალითი სიმამაცისა და ასევე ერთგულების. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ქაშუეთში აღავლენს წირვას,“ - აღნიშნა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა საბა (გაზდელიანი).
საქართველოში გიორგობის დღესასწაული ორჯერ - 6 მაისს და 23 ნოემბერს აღინიშნება.
1
0