
ქაშმირში, ინდოეთის კონტროლირებად ნაწილში მდებარე აეროპორტის მახლობლად ათი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქებებს წინ უძღოდა ელექტროენერგიის გათიშვა, რაც გამოწვეული იყო მრავალი ჭურვით, რომლებიც გასულ ღამეს ქალაქ ჯამუს ცაში შენიშნეს.
როგორც „როიტერი“ წერს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის რეგიონის გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარება დაძაბული რჩება.
7 მაისს ინდოეთმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა პაკისტანში და სადავო ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდე გამწვავდა, რაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებას ნაწილში 26 ადამიანი, ძირითადად ინდოელი ტურისტები, მოკლეს.
ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ საპასუხოდ მათ დარტყმები მიიტანეს „ტერორისტების ინფრასტრუქტურაზე“. პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ მონაწილეობდა აპრილის თავდასხმაში და ობიექტები, რომლებზე დარტყმებიც ინდოეთმა მიიტანა არ წარმოადგენდნენ ტერორისტი მებრძოლების ბაზებს, როგორც ამას ნიუ დელში ამტკიცებენ.
0
0