
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მხარეებმა რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე, პროფესიული კავშირის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
ყირგიზეთის დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა როგორც სამეცნიერო თეორიული სესიები, ასევე პრაქტიკული შეხვედრები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს რეგულირების, ინსპექტირების, ლიცენზირების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და საგანგებო მზადყოფნის საკითხები. ერთ-ერთი პრაქტიკული დავალების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტირების განხორციელების პროცესს.
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას.
0
0