03/05/2023
22:26
სამართალი
გაბონის ტერიტორიული წყლებიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე ისევ ტყვეობაშია. მეზღვაურთა პროფკავშირში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია როგორც გამტაცებელთა ვინაობა, ასევე მათი მოთხოვნები.
„წაყვანილი არის კაპიტანი, მეორე და მესამე თანაშემწე. ეს მეორე და მესამე თანაშემწე არიან ქართველები, კაპიტანი არის რუსი. ყველაფრის საქმის კურსშია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩარეულია ჩვენი კონსული სამხრეთ აფრიკაში. ჯერჯერობით არავითარი მოთხოვნა, არ არის დაყენებული. ამერიკელები არიან გემთმფლობელები“, - აცხადებს პროფკავშიის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურების გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მეზღვაურების გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს.
0
0