19/07/2023
19:06
მსოფლიო
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ლეონიდ ბურიაკმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს ინტერვიუ მისცა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"სტუმრად გორდონთან" - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ჟურნალისტის Youtube არხზე გავრცელდა და ბურიაკმა საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომზე საუბრობდა, რა დროსაც თქვა:
"მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა. არის არმია, ხალხი და მოტივაცია. ერთ-ერთ ადამიანს ვუთხარი, ჩვენ სომხები და ქართველები არ ვართ, ეს უკრაინაა!
ყოველთვის ხასიათის ხარჯზე ვიგებდით. რუსები კიევში რომ შემოსულიყვნენ, აქ ყველაფერი სისხლში იქნებოდა. ეს არის უკრაინა", - თქვა ბურიაკმა.
ბურიაკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში კიევის "დინამოში", მოსკოვის "ტორპედოში", ოდესის "ჩერნომორეცსა" და სხვა გუნდებში ასპარეზობდა.
ის ორჯერ უკრაინის ნაკრებს ედგა სათავეშიც.
0
0