25/03/2023
22:38
პოლიტიკა
"ქართულო ოცნებავ", ტყუილად ხარჯავთ პატრულის და სუსის რესურსს პრორუსი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის დასაცავად, პროპაგანდაშიც უხეიროა და არაფერში გამოგადგებათ, - ამის შესახებ ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია წერს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრორუსი პროპაგანდისტის გადაფარებას არ გირჩევნიათ ცრუ დასმენა ვინც განახორციელა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, ის გამოიძიოთ? თქვენ გგონიათ მანდ მომუშავე რიგით პატრულებს მოსწონთ ან ვერ ხვდებიან რისთვის იყენებთ?
პ.ს. ვინც არ იცით, პატრულში გაკეთდა ცრუ დასმენა (რაც თავის მხრივ სს დანაშაულია) და ამ ცრუ შეტყობინების საფუძველზე პოლიცია და რუსეთის პროოპაგანდისტი ვითომ მედია საშუალებები თათია სამხარაძეს, რომელმაც შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება სასამართლოს გზით დაამტკიცა, პირად სივრცეში შეუვარდნენ და უკვე 1 დღეა იქ დგანან, რომ გარეთ გამოსული ჩაწერონ.
Tatia Samkharadze გამაგრდი და ყოჩაღად იყავი!" - წერს ლომჯარია.
0
0