
ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს აგენტების რეესტრის კანონი, ოღონდ არა „ხალხის ძალის“, არამედ თავიანთი სახელით, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მე მაქვს მოთხოვნა „ქართულ ოცნებასთან“, რომ აგენტების რეესტრის შექმნის კანონი მიიღონ, ოღონდ აიღონ პასუხისმგებლობა. „ხალხის ძალის სახელით კი ნუ აკეთებენ და იწყებენ ამ დისკუსიას, მიიღონ ეს კანონი, მხარი დაუჭირონ თვითონ და თქვან, დაიცვან, რომ ეს გააკეთეს ევროპული რაღაცის მიხედვით. მგონია, რომ მათ ეს უნდა გააკეთონ, რადგანაც შემოატანინეს ეს საკითხი „ხალხის ძალას“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
ამასთან, Euractiv-ის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითხოვს.
0
0