“ქართულმა ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა კი არა, დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში” - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვრედრაზე "აიპრესის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"აიპრესის" კითხვაზე, თქვენ განაცხადეთ, რომ იმედი გაქვთ, საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართული , პრორუსული პატრიარქი - ასეთი ეჭვი გამოთქვით. ამის ერთ-ერთ მიზეზად თქვენ დაასახელეთ პატრიარქის სისუსტე.
რა მოგცათ ამ განცხადების გაკეთების საფუძველი, რა ფაქტები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? თქვენ პირადად იცნობთ პატრიარქს, როგორც ვიცი შეხვედრიხართ, იცით მისი პიროვნების შესახებ, მისი რომლის შესახებ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ იცნობთ პირადად, იცით ეს ყველაფერი, მაინც რამ ხდება ისეთი ქართულ ეკლესიაში, რამაც თქვენ მოგცათ ასეთი მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების საფუძველი?
სალომე ზურაბიშვილი:
"მე არაფერი მითქვამს იმის შესახებ თუ რა ხდება ქართულ ეკლესიაში. ეს არის იგივე რაც ადრე ვამბობდი რომ არის სურვილი ზოგიერთი წრეებიდან, რომ მე მონათლონ, როგორც ნაციონალურ მოძრაობის ლიდერი, მონათლონ რაღაცა, არ ვიცი ათეისტად თუ.., ის ადამიანები, სწორედ რომლებიც დადიან პატრიარქთან სურათებისთვის, რომლებიც დადიან ზიარებაზე სურათებისთვის და ხმარობენ ამ ყველაფერს რაღაცა დღევანდელ დღეს პიარისთვის რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში.
მე არ შევცვლილვარ, მე სულ მჯეროდა და მჯერა დღეს და მე ეს ვთქვი, იმ კითხვაზე პასუხით, რომ არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული და პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორც იყო ქართული ეკლესია, პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ რომ ქართულმა ეკლესიამ მუდმივად შეინარჩუნა კი არა დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში, ყველა ეტაპზე ჩვენი ისტორიისა. მე არ მესწავლება და მე არაფერი არა მაქვს ასახსნელი, მაგრამ ,უნდა დასრულდეს ეს რაღაცა ინტერპრეტაციები როცა უტრიალებენ ხალხს რაღაცა თავიანთ ვითომც შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება ასეთი რამე თქვა - მე არაფერი არ მითქვამს მაგრამ, მე არ შემიძლია რომ გავჩუმდე იმაზე, რომ არის მცდელობა დისკრედიტაცია მუდმივი, ყველა კუთხით, პოლიტიკური იქნება ანუ რაც შეიძლება რომ მონახული იყოს, იმისთვის რომ დისკრედიტაცია მოხდეს და ამავე დროს სულ მიდის ლაპარაკი, რომ პრეზიდენტი არაფერი არ არის, არ აქვს არანაირი როლი, არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს, არაფერი ახალი არ უთქვამს.
თუ ასე არის , რა საჭირო არის ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად, სადაც ყოველდღიურად ჩემი სახელი ისმის სხვადასხვა ბრალდებები. მე ვარ ის რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ არაფერი არ შეცვლა" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0