31/05/2022
11:54
პოლიტიკა
მგონი, ახალს არაფერს ვხედავთ. ქართული პოლიტიკის კლასიკაა, როცა ქვეყნის შიგნით არსებული „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება ქვეყნის ფარგლებს სცდება და ამაში ერევიან ჩვენი პარტნიორები, რითაც ზიანდება ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ხვიჩიას თქმით, საჩხუბრად დრო არ უნდა იხარჯებოდეს.
„არ არსებობს დრო, როცა „ქოც-ნაცური“ ჩხუბი ქვეყანას მოუხდებოდა, მაგრამ ბოლო ათი წელია, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. არადა, სულ მნიშვნელოვანი დროა ქვეყნისთვის. ახლაც მნიშვნელოვანი დროა და ერთი წლის წინაც მნიშვნელოვანი იყო. მომავალშიც ასე იქნება და საჩხუბრად დროს არ უნდა ვხარჯავდეთ“, – დასძინა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.
0
0