
„ქართული ოცნების“ ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის - ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.
მისივე მტკიცებით, პროცესი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.
„ქართული ოცნების” ყრილობა და ახალი თავმჯდომარის არჩევა არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილი ამ ვერტიკალის თავშია, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიბმულია მოსკოვთან, რუსულ სპეცსამსახურებთან. ის ცენტრალიზებულად მთელ ვერტიკალს მართავს. მის შემდეგ რა ხდება, ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში, საერთოდ საინტერესო არ არის. ამის პარალელურად, მის ქვემოთ მთელი ძალაუფლების კონსოლიდაცია კობახიძის ხელში ხდება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, სანამ ბიძინა ივანიშვილი უცვლელ ადგილას რჩება და ისევ საპატიო თავმჯდომარეა. პროცესი მის მიერ იმართება, პოლიტიკას ის წყვეტს, ეს ოლიგარქატის მთელი არსია”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
0
0