
„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და საკუთარი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მოცემულ ლოკაციაზე სრულად შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია გზის საფარი და რეაბილიტირებულია აქ არსებული სკვერიც და სპორტული მოედანიც. თუმცა ადგილობრივებს აქვთ გარკვეული მოთხოვნებიც. კერძოდ, ითხოვენ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას და ასევე, ახალგაზრდების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სპორტულ მოედანთან და სკვერთან ე.წ. მწოლიარე პოლიციელების დამონტაჟებას, რასთან დაკავშირებითაც მაჟორიტარობის კანდიდატმა სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ადგილობრივებს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.
0
0