პირველ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება.
"ქართული ოცნების" VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში "პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.
მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
როგორც ცნობილია, პარემიერ-მინისტრობის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.
ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
ამასთან, მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა.
0
0