05/09/2023
15:46
პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” საერთშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას მიმართა:
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე „დიახ“-ის თქმა რთულია, მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არას“ თქმა არ არის გამოსავალი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს აირჩიონ პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა.“
„მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას საქართველოს ევროპული მისწრაფებების დიდი მხარდაჭერისთვის. ქართველი ხალხი ძალიან აფასებს ამ მხარდაჭერას.
ამ შემოდგომაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების დრო დგება.
მეგობრები გვეკითხებიან: რა ვქნათ?
კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მაფრედ ვებერმა გუშინ დაასახელა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო იყოს - პროევროპული, პრო-უკრაინული, კანონის უზენაესობის მომხრე
საქართველოს მთავრობის - უფრო სწორად, ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობის ქმედებები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
თქვენ ყველამ იცით არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის - ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლისა და ლიდერის მიმართ - რაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიების და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის არასათანადო გამოყენების აშკარა მაგალითი.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის მიმართაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ვალდებულია გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რითაც გზა გაუხსნის სტატუსზე უფრო ადვილი გადაწყვეტილების მიღებას.
ვიცი, რომ „დიახ“-ის თქმა რთულია, რადგან წევრობის გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. მე ვიცი, რომ ერები ურთიერთობენ მისი მთავრობების მეშვეობით, რომლებიც არჩეულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ეს არის სუვერენიტეტი - მთავარი ევროპული ღირებულება.
მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არას“ თქმა არ არის გამოსავალი.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი - შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს აირჩიონ პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა, რომელიც შეუერთდება ევროპის სხვა ქვეყნებს და მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში - ეწვევა თქვენი შესაბამისი ქვეყნების დედაქალაქებს, რათა გააგრძელოს კონსულტაციები - ამ რთულ გარემოში - იმ გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც დააკმაყოფილებს ქართველი ერის ინტერესებს და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებს.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
0
0