19/12/2022
20:11
პოლიტიკა
"ქართული ოცნება" - 52%, “ნაცმოძრაობა” - 23% - ასე გამოიყურება ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს გამოკითხვის შედეგები პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით.
კითხვაზე, “დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”, პირველი 2 ადგილი “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიკავეს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით მათი პოლიტიკური პულსი თითქმის არ ისინჯება, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“. მას გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“.
1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და აუტსაიდერ გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“. გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.
საინტერესოა, რომ 1 წელიწადში, 2021 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს თუ დავეყრდნობით :
„ქართული ოცნების“ რეიტინგი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი: 47,2-დან 52%-მდე. „ნაციონალური მოძრაობის“ კი პირიქით: თითქმის 4%-იანი კლება აქვს: 26,8%-იდან 23%-მდე.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %
0
0