21/09/2023
15:37
პოლიტიკა
ქართულ-უკრაინული ურთიერთობები სტრატეგიულია და ასეც უნდა იყოს. ესაა საქართველოს მთავრობის პოზიცია, პოლიტიკური კამათის მიუხედავად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილშია აღნიშნული.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას საგარეო აგრესიის ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით 2014 და, მით უმეტეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ. და მაინც, მოწმენი გავხდით უკრაინული მხარის მიერ სტრატეგიული საკითხების პოლიტიკურთან განზრახ და მიზანმიმართულად აღრევისა. პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვის მაღალი დონის ოფიციალური პირების სააკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ რადიკალურ ქართულ ოპოზიციასთან პირადმა კავშირებმა კიდევ უფრო გააუარესა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის მომხრეთა ქმედებები ძალიან წააგავს რუსეთის საყვარელ ტაქტიკას, რომელიც ქართული საზოგადოების დაყოფასა და დაზიანებას ითვალისწინებს. ეს ტვირთი კიდევ უფრო ამძიმებს სირთულეებს, რომლებიც რუსული ოკუპაციითა და გამუდმებული პოლიტიკური და სამხედრო წნეხითაა განპირობებული“, - წერს პაპუაშვილი.
0
0