18/05/2023
15:53
პოლიტიკა
ქართულ საზოგადოებას უნდათ დაიჯერონ, რომ ერთი პოლიტიკოსის ძმა და მეორე პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში უკრაინელი პოლიტიკოსის ძმა, შემთხვევით იყვნენ იჯარის ხელშეკრულების ერთი და მეორე მხარე შენობაში, სადაც შემდეგ ქოლცენტრი აღმოჩნდა. აი ასე უნდათ, რომ მოატყუონ საზოგადოება. ანუ ვაშაძის ძმას რომ მიუქირავებია არახამიას ძმისთვის შენობა და იქ რომ ქოლცენტრი იყო მერე რაღაც, ეს თურმე დამთხვევაა, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პარადოქსია, როდესაც ამ ეჭვმიტანილები ამავე საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
„ასეთივე დამთხვევა იყო შეიძლება BBC-ც, ასეთივე დამთხვევა იყო კიდევ სხვა ქოლცენტრები რომ აღმოაჩინეს სხვა ადამიანების, მათი მიმდევრების და ა.შ. ასეთი დამთხვევების საზოგადოებას არ სჯერა და თავი დაანებონ ამ მარტივ მანიპულაციებს. ყველაზე საოცარი რა არის, იცით? ეჭვმიტანილები თვითონ არიან და ჩვენ გამოვიძიებთ ამ საქმეს, კომისია გავაკეთოთო. ყველაზე დიდი პარადოქსი, რაც კი შეიძლება იყოს - ეს ხალხი, რომლებიც არის ყველაზე მყარი ვერსიის ობიექტი ამ დანაშაულში, ანუ ეჭვმიტანილი, ასე დავარქვათ, ისინი ყველანი ერთად ითხოვენ, რომ კომისია შეიქმნას და მათ გამოიძიონ ეს საქმე. და მერე ბრაზდებიან, ხალხს აბრაზებენ - რატომ არ ვეთანხმებით, რომ მათ გამოიძიონ ეს საქმე და კომისიის სათავეში თვითონ ჩადგნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024