
„ედინბურგის უზენაესმა სასამართლომ შოტლანდიელ ლინდსი ლოურენსს 9 თვის ჩვილისთვის დამწვრობის მიყენების გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 29 წლის ლინდსი ლოურენსმა ჩვილი თმის საშრობით დაწვა და მას თავის ქალა დაუზიანა. ლოურენსი ბავშვის მომვლელი იყო,“ - წერს BBC-ი.
სასამართლოს ინფორმაციით, ბავშვს თავის ქალაზე მოტეხილობა, სისხლდენა და მნიშვნელოვანი დამწვრობა აღენიშნებოდა. ლოურენსს თავდაპირველად ბრალი ედებოდა, 2020 წლის 4 დეკემბერს, ბავშვის მკვლელობის მცდელობაში. იმ დროისთვის, ნაფიცმა მსაჯულმა ლოურენსი აღნიშნულ დანაშაულში გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ბავშვზე თავდასხმისას მისთვის მძიმე დაზიანების მიყენებაში.
სასამართლო პროცესზე ლოურენსმა დანაშაული არ აღიარა. მისი ჩვენების მიხედვით, ბავშვი მოულოდნელად ცუდად გახდა და "უცნაური ხმა" გამოსცა, მთელი სხეული დაეძაბა და შემდეგ თითქოს მოდუნდა”. თუმცა მოსამართლე ლორდ ტაირმა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ინციდენტამდე ნორმალური იყო, ხოლო სხეულზე მიყენებული დაზიანებები მიზანმიმართულ „თავდასხმად“ შეაფასა.
„ამ ტიპის ქმედება უაღრესად შემაშფოთებელია და ეს ინციდენტი უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ შოტლანდიის პოლიცია მზადაა, ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს მართლმსაჯულების წინაშე პასუხი მკაცრად აგებინოს,“ - თქვა მოსამართლემ.
0
0