აშშ-ის შტატ ნებრასკას დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლების ინფორმაციით, ქალი, რომელიც საავადმყოფოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ ბიუროში გადაიყვანეს, ცოცხალი აღმოჩნდა.
მანამდე კი, განუკურნებელ ავადმყოფთათვის განკუთვნილმა საავადმყოფომ დაადასტურა, რომ 74 წლის კონსტანს გლანცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნისას გარდაიცვალა და შემდეგ ლინკოლნში მდებარე დამკრძალავ ბიუროში გადაიყვანეს.
Dailymail-ის ინფორმაციით, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა, რომელიც კონსტანს გლანცის სხეულს დაკრძალვისთვის ამზადებდა, აღმოაჩინა, რომ ქალი სუნთქავდა. ის "მაშინვე დაუკავშირდა 911-ს".
დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია განახარციელეს და შემდეგ ქალი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილი გახდა, კონსტანს გლანცი, თავდაპირველად, მოხუცთა თავშესაფარში იყო მოთავსებული, მოგვიანებით კი, საავადმყოფომ, სადაც ის მკურნალობას იტარებდა, გარდაცვლილად გამოაცხადა. ასევე მკურნალმა ექიმმა თავის მიერ ხელმოწერილი გარდაცვალების მოწმობაც წარადგინა.
„ძალიან უჩვეულო შემთხვევაა. 31 წელია აქ ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოხუცთა თავშესაფრის მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ იკვეთება, თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლანკასტერის ოლქის შერიფის უფროსის მოადგილემ ბენ ჰუჩინმა.
0
0