18/06/2023
22:36
მსოფლიო
ეკვადორელი ქალი, რომელიც დამკრძალავ ბიუროში სასახლეში ცოცხალი აღმოაჩინეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბელა მონტოიამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 7 დღე გაატარა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ქალის სიკვდილი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი იშემიური ინსულტი იყო.
76 წლის მონტოიას ამბავი 13 ივნისს გავრცელდა.
შემთხვევა ქალაქ ბაბაჰოიოში მოხდა. ქალი კლინიკაში ინსულტის გამო გადაიყვანეს. მორიგე ექიმის დასკვნით, მოხუცი ჩატარებულ პროცედურებზე არ რეაგირებდა, რის გამოც მან ის გარდაცვლილად გამოაცხადა. იმავე დღეს ოჯახმა ქალი დამკრძალავ ბიუროში გადაიყვანა. რამდენიმე საათში კი, შეკრებილებმა სასახლიდან კაკუნის ხმა გაიგონეს და როდესაც სასახლე გახსნეს, აღმოაჩინეს, რომ მონტოია ცოცხალია. ამის შემდეგ ქალი კლინიკაში დააბრუნეს.
საქმის შესასწავლად ეკვადორის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა.
0
0