16/05/2023
12:36
მსოფლიო
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში დაიბარეს ჯეფრი ეპშტეინის საქმის ფარგლებში, რომელიც ქალებით ვაჭრობაში იყო ბრალდებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოძიება მოუწოდებს მასკს, რომ გადასცეს ნებისმიერი დოკუმენტაცია მას, ბანკს JP Morgan Chase-ს და ეპშტეინს შორის კავშირებთან დაკავშირებით,
ჯეფრი ეპშეიტინი 2019 წელს ნიუ-იორკის ციხეში გარდაიცვალა. ის სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ქალებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სასამართლოს ელოდებოდა.
მასკი და ეპშტეინი ერთი პერიოდი JP Morgan Chase-ის კლიენტები იყვნენ. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეპშტეინი მასკის ეკონომიკური მრჩეველი იყო, თუმცა მილიარდერი ამას უარყოფს და „იდიოტობას“ უწოდებს. ასევე მასკმა გარდაცვლილ ფინანსისტს „უჭკუო თაღლითი“ უწოდა.
ილონ მასკი ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში ჯერ არ გამოცხადებულა. სასამართლოს ოფიციალურ წერილზე მასკის ადვოკატებს ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ.
0
0